ოკუპანტის წინაშე დაჩოქილი და პირაკრული ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება არ წარმოადგენს საქართველოს

Nusagi

კუდამოძუებულ კადიროვს თავისი პატრონის, პუტინის გარეშე დვარნიაშკის როლიც კი არ აქვს,-ამის შესახებ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ მთავარი არხის პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პატივს სცემს რუს ხალხს და არ სვამს ტოლობის ნიშანს რუს ერსა და პუტინს შორის, ისევე, როგორც ჩეჩენ ხალხსა და კადიროვს შორის. გაბუნიამ კადოროვს პუტინის გოშია უწოდა.

„არც ოკუპანტის წინაშე დაჩოქილი და პირაკრული ბიძინა ივანიშვილი და მისი ქართული ოცნება წარმოადგენს საქართველოს“,-აცხადებს გაბუნია. 

მან გიორგი რურუას მიერ ციხიდან გამოგზავნილი გამამხნევებელი წერილი წაიკითხა და განაცხადა, რომ რურუა მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ ანტისაოკუპაციო აქციებს თვეების განმავლობაში აფინანსებდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: