საზოგადოება

რა ვითარებაში დაიკარგა ფეხბურთელი – აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების დეტალები

Nusagi

საქართველოს ორ მდინარეზე ერთმანეთის პარალელურად, ორი სამძებრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

არაგვსა და მტკვარში მაშველები უკვე მესამე დღეა ეძებენ დაკარგულ ფეხბურთელს. 19 წლის გიორგი შაქარაშვილი 3 დღის წინ დაიკარგა.

“კურიერმა” აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების დეტალები გაარკვია. დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის, “კურიერის” ინფორმაციით, 19 ივნისს დაიწყო. შემთხვევა მცხეთის რაიონში, დაქირავებულ აგარაკზე მოხდა. ერთ-ერთმა პირმა მეგობრებს დახმარება სთხოვა და ისინი თბილისიდან ჩაიყვანა, რის შემდეგაც 19 წლის ფეხბურთელმა მეგობართან ერთად ტერიტორია დატოვა და თბილისში დაბრუნების მიზნით, ქუჩაში გადაინაცვლა, რის შემდეგაც თბილისიდან ჩასულებთან დაპირისპირება მოუხდათ. მისი მეგობარი თბილისში მანქანით ჩამოიყვანეს და დიდუბეში დატოვეს, ხოლო გიორგი შაქარაშვილის კვალი მდინარე არაგვის ერთ-ერთ ნაპირზე ქრება, სადაც მისი ჩანთა იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცოცხალი ძალა, მყვინთავები და მაშველები მუშაობენ როგორც წყალში, ასევე მდინარეების სანაპიროებზე.

ტერიტორია კონტროლდება დრონის საშუალებით. მცხეთაში შექმნილია საგანგებო შტაბი. პარალელურად ცნობილია, რომ საქმე აღძრულია თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე.

სამართალდამცავებმა უკვე ამოიღეს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და მცხეთის პოლიციაში დაკითხვებმა მიმდინარეობს. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,319 ნახვა
%d bloggers like this: