უზბეკეთში ჩასულ ტურისტებს კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში 3 ათას დოლარს გადაუხდიან

Nusagi

უზბეკეთის პრეზიდენტის, შავკატ მირზიოევის გადაწყვეტილებით, თუ ქვეყანაში ჩასული უცხოელი ტურისტი კორონავირუსით დაინფიცირდება, მას კომპენსაციის სახით 3 ათას დოლარს გადაუხდიან. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პრეზიდენტის ბრძანება ითვალისწინებს სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სისტემის შექმნას, რომელიც ტურისტებისთვის „უსაფრთხოების ბალიშად უნდა იქცეს“.

აუცილებელი მოთხოვნების შესრულების შემდეგ ტუროპერატორები, სასტუმროები და ტურიზმის ინდუსტრიასთან დაკავშირებული ყველა ბიზნესი სპეციალურ სერტიფიკატებს მიიღებენ, რომლის გარეშეც ტურისტებთან მუშაობა აკრძალული იქნება.

Facebook Comments
%d bloggers like this: