Advertisements

Johnson & Johnson კანის ფერის გამაღიავებელი ლოსიონების წარმოებას წყვეტს

კომპანია Johnson & Johnson აცხადებს, რომ აღარ გაყიდის კოსმეტიკას, რომელიც კანის ფერს აღიავებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ზოგიერთი პროდუქტის აღწერა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ღია ფერის კანი უკეთესია, ვიდრე ნატურალური. ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმს“ ავრცელებს.

Nusagi

გაყიდვიდან ამოიღებენ ლოსიონებს  Neutrogena и Clean & Clear, რომლებიც მუქი ფერის ლაქებს ამცირებს და აზიასა და ახლო აღმოსავლეთში იყიდება.

„არსებობს პრეტენზიები ჩვენს საქონელთან მიმართებაში, თითქოს სახის კანზე ლაქების მოშორებით ჩვენ ვამბობთ, რომ ღია ფერის კანი უკეთესია, თითქოს თქვენი მუქი, ნატურალური. ეს არასდროს ყოფილა ჩვენი მიზანი. ჯანმრთელი კანი ეს არის ნატურალური კანი“,-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

კომპანიამ განაცხადა, რომ ვებგვერდზე მიმდინარეობს განახლება და ორივე პროდუქტის რეალიზაციის ადგილების მიმანიშნებელი ლინკები წაიშლება, რათა სადმე გასაყიდად დარჩენილი პროდუქტს არავინ მიაგნოს.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული