ბელარუსში პრეზიდენტობის კანდიდატ ვიქტორ ბაბრიკოს და მის შვილს ბრალი წარუდგინეს

Nusagi

ბელარუსის ხელისუფლებამ ქვეყნის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს, ვიქტორ ბაბრიკოს და მის შვილს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ნათქვამია „თვითერზე“, ბაბრიკოს საარჩევნო შტაბის ოფიციალურ გვერდზე. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსი შვილთან, ედუარდთან  ერთად დააკავეს. შტაბი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

პრეზიდენტობის კანდიდატის ადვოკატი ამბობს, რომ ბაბრიკოს და მის შვილს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით წარუდგინეს ბრალი. ამასთან, ის არ აკონკრეტებს მიზეზს, რადგან გაუთქმელობის ხელწერილი დაადებინეს. 

ვიქტორ ბაბრიკო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავარი კონკურენტია. მანამდე ის 20 წელი ბელგაზპრომბანკს ხელმძღვანელობდა.

სამართალდამცავ უწყებაში ამბობენ, რომ ბაბრიკო მართლსაწინააღმდეგო საქმიანობას ხელმძღვანელობდა. გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილებს ბანკიდან საზღვარგარეთ ფული უკანონოდ გაჰქონდათ. სულ, ფინანსური მაქინაციის საქმეზე 20 ადამიანია დაკავებული. მათ შორის არიან ბანკის ტოპ მენეჯერები. 

თვითონ პოლიტიკოსი და მისი შტაბი დაკავებას საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებენ, რომელიც ქვეყანაში 9 აგვისტოს უნდა გაიმართოს. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: