ჯანდაცვა

გამყრელიძე: ჩვენი ეპიდსიტუაცია არჩევნების ჩატარების საშუალებას იძლევა

Nusagi

“ჩვენი ეპიდსიტუაცია რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა, ის იძლევა რა თქმა უნდა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდეს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გამყრელიძის თქმით, დღევანდელი ეპიდსიტუაცია და ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი თვითდამშვიდების საშუალებას არ იძლება. გამყრელიძე ამბობს, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რაც ჯანდაცვის სექტორის მხრიდან არის გაცემული, ზედმიწევნით უნდა შესრულდეს.

“ვიცით ძალიან ბევრმა ქვეყანამ თუ როგორ ჩაატარა არჩევნები. ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ. მთელ რიგ ქვეყნებში ამ პანდემიის პირობებში ზოგმა გადადო არჩევნები, ზოგმა გაახანგრძლივა დროში, ზოგმა ჩაატარა, მაგალითად, ნოემბერში აშშ-ში მოდის არჩევნები და ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრს შემუშავებული აქვს შესაბამისი რეკომენდაციები. ჩვენთანაც მრავალჯერ დაისვა კითხვა და პასუხი იყო ნათელი, რომ დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია არის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში და ის იძლევა რა თქმა უნდა საშუალებას ამ ტიპის ეპიდსიტუაციის დროს ქვეყანაში არჩევნები ჩატარდეს, სასწავლო პროცესიც დაიწყოს და კიდევ სხვა ღონისძიებებიც გაფართოვდეს”, – განაცხადა გამყრელიძემ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,345 ნახვა
%d bloggers like this: