“ევსაქები და ნაცები ბიძინასაც ამხელენ და საზოგადოების დაკვეთასაც შეასრულებენ…”

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტის მიერ, პირველი მოსმენით მიღებულ ცლილებების პროექტს ეხმიანება და მეორე მოსმენით გასამართ კენჭისყრაზე საუბრობს. მისი თქმით, ხვალვე მიიღებდა ჭკუათმყოფელი ხალხი ცვლილებებს მეორე მოსმენითაც და გიორგი რურუას გათავისუფლებასაც არ გაწელავდა.

“ბიძინას არა აქვს თამაში, როგორც თავად იტყოდა. ხვალ, მეორე მოსმენისას 113-ზე ნაკლები თუ იქნა მხარდამჭერი, გაიყიდება და ზეგ მაინც მოუწევს კენჭისყრა (14 ნოემბერს პირველივე მოსმენით ჩაგდებისაგან განსხვავებით). ევსაქები და ნაცები ბიძინასაც ამხელენ და საზოგადოების დაკვეთასაც შეასრულებენ – უზრუნველყოფენ მომდევნო კენჭისყრებზე ცვლილებების გატანას.

ამიტომ, ხვალვე მიიღებდა ჭკუათმყოფელი ხალხი ცვლილებებს მეორე მოსმენითაც და გიორგი რურუას გათავისუფლებასაც არ გაწელავდა – ხომ აშკარაა, რომ არც დასავლეთი ეშვება ამ საკითხს და არც ჩვენი საზოგადოება.

ასეთია ცუდსა და უარესს შორის ბიძინას და მისი ქვეშევრდომების არჩევანი. ინტელექტის ნაკლებობამ იცის ასე გახლართვა. ბიძინაა, მალიარი ხარ, ბიჭოო?” – წერს სოციალურ ქსელში დავით ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა, რომლის შედეგადაც მომავალი საპარლამენტო არჩევნები 120/30 სისტემით უნდა ჩატარდეს.

Facebook Comments

ახალი დადებული