“კანონიერი ქურდი” მინდია გორაძე – ლავასოღლი თურქეთის ციხიდან გაშვების შემდეგ, მინსკის აეროპორტში დააკავეს

რატომ არ გადასცა თურქულმა მხარემ ქართულ მხარეს მინდია გორაძე – ლავასოღლი საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის უცნობია.

“როგორც ცნობილია, 2018 წლის 8 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ ძებნილი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე. მოცემული თარიღიდან დღემდე საქართველოს გენერალურ პროკურატურას თურქული მხარისგან არ მიუღია ინფორმაცია მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციის დაკმაყოფილების, მასზე უარის ან ძებნილის მესამე სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე. შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურატურა არ ფლობს ინფორმაციას მინდია ლავასოღლის ბელარუსის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე” – განუცხადეს “აიპრესს” მთავარ პროკურატურაში.

„პარასკევს, გვიან ღამით, მინდია ლავასოღლის სასწრაფოდ დაატოვებინეს საპატიმრო. გადაიყვანეს საემიგრაციო სამსახურში მისცეს ძალინ მოკლე ვადა იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ დაეტოვებინა თურქეთის რესპუბლიკა. ვინაიდან და რადგანაც, იმდროისთვის მხოლოდ ერთი რეისი იყო ბელარუსის მიმართულებით, მისი ექსტრადირება მოხდა ბელარუსის დედაქალაქში“ – განაცხადა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ “ტვპირველთან”.

ცნობისთვის, მინდია გორაძე – ლავოსღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვის ქართულ სასამართლოში 2018 წელს გაასამართლეს. განაჩენის გამოტანის დროისთვის ლავასოღლი საქართველოში არ იმყოფებოდა. ის თურქეთში 2018 წლის ბოლოს დააკავეს და ამ დრომდე საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფებოდა.

Facebook Comments

ახალი დადებული