საზოგადოება

კომენდანტის საათის დამთავრებისთანავე, ველოსიპედზე მჯდომს, მანქანა დაეჯახა-ცნობილი ფსიქოლოგი კვლავ მძიმე მდგომარეობაშია

Nusagi

დავით ანდღულაძეს, გამორჩეულ ადამიანს და პროფესიონალს, ჩვენი დახმარება ისევ სჭირდება.როგორც გახსოვთ, ველოსიპედით მიმავალ დავითს 23 მაისს, კომენდანტის საათის დამთავრებისთანავე, მანქანა დაეჯახა. ის, მრავლობითი მოტეხილობებით, ერთი თვეა მართვით სუნთქვაზეა რეანიმაციულ განყოფილებაში,-ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ფეისბუქმომხმარებელი ქეთევან ქეთი საზოგადოებას ცნობილი ფსიქოლოგის, დავით ანდღულაძის დახმარებისკენ მოუწოდებს და წერს:

„დათოს დაზიანებული აქვს ზურგის ტვინი, ფილტვი, დიაფრაგმა. სრულფასოვანი დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის იგეგმებოდა დათოს გადაყვანა გერმანიაში, რისთვისაც თქვენი თანადგომით უმოკლეს ვადებში შეგროვდა კიდეც მოწოდებული კალკულაციით იმ ეტაპისთვის საკმარისი თანხა, რისთვისაც დათოს ოჯახის და ახლობლების სახელით, კვლავ გიხდით უსაზღვრო მადლობას.
სამწუხაროდ, ხანგრძლივი მოლაპარაკებების მიუხედავად, დღესდღეობით გერმანიაში დათოს გადაყვანა ვერ ხერხდება. გადაწყდა მკურნალობის გაგრძელება თურქეთის აჯიბადემის კლინიკაში. უკვე შეგროვილი თანხა დაფარავს დათოს გადაყვანის და კლინიკაში პირველადი მიღების ხარჯებს. ახალი კალკულაციით, თურქეთში მკურნალობას დასჭირდება 200 000 დოლარი.
ყველას გთხოვთ, მხარში ამოუდგეთ ამ უსაყვარლეს, დასაფასებელ, მოსაფრთხილებელ, საოცარ ადამიანს.დათო ყოველთვის იმათ გვერდით იყო, ვისაც მისი დახმარება სჭირდებოდა. ახლა ჩვენი ჯერია.
გთხოვთ, გაავრცელოთ ეს ინფორმაცია.

დათოს დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშზე:

თიბისი ბანკის ანგარიში #GE67TB7019045069600001
მიმღები: კონსტანტინე ანდღულაძე

საქართველოს ბანკის ანგარიში: #GE04BG0000000125920900
მიმღები: სოფიო ანდღულაძე / Sopio Andghuladze
დანიშულება: შემოწირულობა დავით ანდღულაძისთვის.

ძალიან, ძალიან მადლობა!“.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,333,813 ნახვა
%d bloggers like this: