ჯანდაცვა

ლევან რატიანი: მეორე ტალღას, თუ ეს ჩვენს ქვეყანას დასჭირდა, მედპერსონალი უკეთესი განწყობით შეხვდება

Nusagi

ძალიან გვეშინოდა პირველი ტალღის დასაწყისის, რადგან არ ვიცოდით, როგორ გვემკურნალა დაავადებულებისთვის, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „იმედის დღეში“ განაცხადა.

მისი თქმით, მეორე ტალღას, თუ ეს ქვეყანას დასჭირდება, მედპერსონალი უკეთესი განწყობით შეხვდება.

„მედიცინაში არსებობს, პროფილაქტიკური და პათოგენეზური მოქმედების წამლები და ამ ეტაპამდე არც ერთია შექმნილი და არც მეორე. ერთადერთი, რითაც პაციენტს ვმკურნალობდით, ეს იყო სიმპტომური მკურნალობა და გაგვიმართლა სიმპტომურ მკურნალობაში. მართალია, 14 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყნის მასშტაბით და ეს რა თქმა უნდა, სამწუხაროა, მაგრამ ლეტალობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

მეორე ტალღას, თუ ეს დასჭირდა ჩვენს ქვეყანას, უკეთესი განწყობით შეხვდება მედპერსონალი, რადგან ვიცით რა არის ვირუსი, რა ბუნება ახასიათებს, გადაცემის გზები რა არის, როგორ უნდა დავიცვათ თავი, როგორ უნდა ვუმკურნალოთ ამა თუ იმ სიმპტომს, მაგრამ იმედია, ჩვენი გამოცდილება ჩვენს ქვეყანას ხელმეორედ არ დასჭირდება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,453 ნახვა
%d bloggers like this: