Advertisements

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვა კენჭისყრაზე, ვინაიდან ისინი აგრძელებენ რევოლუციური სცენარით მოვლენების განვითარებას”

„ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი არის ის, რაც იყო ბოლო 8 წლის მანძილზე – ქვეყანაში სტაბილიზაციის და მშვიდობის შენარჩუნება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

Nusagi

მისი თქმით, ცუდი საყურებელი იყო, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვა კენჭისყრაზე, ვინაიდან ისინი აგრძელებენ რევოლუციური სცენარით მოვლენების განვითარებას.

​„ცუდი საყურებელი იყო, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვა კენჭისყრაზე, ვინაიდან აგრძელებენ ჩვენგან განსხვავებით იმ მთავარი მიზნის მსახურებას, რაც არის დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარით მოვლენების განვითარება. „ევროპულ საქართველოს“ კი, მათ შვილობილ პარტიას, მოუწია რეალობასთან თვალის გასწორება. მინდა, გამოვთქვა საფუძვლიანი იმედი, რომ როგორც გუშინდელი კენჭისყრა იყო წარმატებული, მომდევნოც ასე იქნება“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed