ჟორიკა რურუა ოპოზიციის ლიდერია? თქვენი აზრი მაინტერესებს – ირმა ხახუტაიშვილი რომან გოცირიძეს მიმართავს

Nusagi

ფეისბუქმომხმარებელი ირმა ხახუტაიშვილი რომან გოცირიძეს მიამრთავს, რომ დააფიქსიროს აზრი, არის თუ არა ჟორიკა რურუა ოპოზიციის ლიდერი.

როგორც ხახუტაიშვილი ,, ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, არავისთვის არის საიდუმლო, ვინ არის ჟორიკა რურუა.

,,არავისთვის საიდუმლო არ არის, ეს რურუა რაც არის და ვინც არის. პატარა ქვეყანაა და ჩვენც აქ ვცხოვრობდით 90 – იან წლებში, მთვარეზე კი არა. ამ კაცის ტანჯულ გმირად შერაცვხვას რომ ცდილობთ და ახალგაზრდებს ტვინს ურეცხავთ , მერე დაბადების დღის მისალოცებს აწერინებთ და ყველანაირი ხერხებით და მეცადინეობით მის გათავისუფლებას ითხოვთ, ამდენ ენერგიას და რესურსს დებთ ამაში – თქვენი მართული ტელევიზიები სიუჟეტს სიუჟეტზე აკეთებენ ჟორიკას კაი კაცობაზე, მოკლედ ამ ყველაფერს იქით მივყავართ, რომ გამოდის ეს სუბიექტი – ჟორიკა რურუა ოპოზიციის ლიდერია? საბოლოოდ ეგრე გამოვიდა – კრიმინალური ოპოზიცია ხართ და კრიმინალი ლიდერიც გიხდებათ. ბ.ნ რომან მიუხედავათ იმისა რომ, ეხლახანს მეგობრებიდან წამშალეთ ( 7 წლიანი ფბ მეგობრობიდან), მაინც პატივს გცემთ და თქვენი აზრი მაინტერესებს”,- წერს ირმა ხახუტაიშვილი.

Facebook Comments
%d bloggers like this: