როდის აღადგენს საქართველო რუსეთთან სახმელეთო მიმოსვლას – აბაშიძის განმარტება

Nusagi

„ზუსტი თარიღების დასახელება ჯერჯერობით ძალიან რთულია“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის ფედერაციასთან სახმელეთო საზღვრის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

დიპლომატის თქმით, სახმელეთო საზღვრის გახსნა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

„როცა ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს ამის საშუალებას, საზღვრის გახსნის საკითხი ამის შემდეგ განიხილება. ზუსტი თარიღების დასახელება ჯერჯერობით ძალიან რთულია“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

ცნობისთვის, საქართველოსა და რუსეთს შორის სახმელეთო მიმოსვლა 16 მარტიდან კოვიდ-19-ის პანდემიის გამო შეწყდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: