წყნეთში იგივე თანხა მომთხოვეს, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ პუნტა კანაში დასვენება ღირს – თეა გვასალია

ჟურნალისტი და მთარგმნელი თეა გვასალია სოციალურ ქსელში წერს:

„პუნტა კანა ვისაც გაგიგიათ, ისიც გეცოდინებათ რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ძვირადღირებული საცხოვრებელი ადგილია. ჰოდა ამ სამოთხეში, 800 კვადრატული სახლი, ხედით ოკეანეზე, რვა საძინებლით, ყველა მათგანს რომ ვერანდა და საკუთარი სააბაზანო აქვს, უზარმაზარი ეზოთი, სადაც 2 აუზი, ერთი დიდი ჯაკუზი და ჩოგბურთის კორტებია, ღობის ერთ მხარეს რომ მაიკლ ჯორდანის ვილაა და მეორე მხრიდან ხულიო იგლესიასი ღიღინებს, თვეში 5 000 დოლარად ქირავდება და წყნეთში, მაგდანას ლურჯას მეზობლად, მჟავანაძის დროს აშენებულ აგარაკში 2 თვეში იგივე თანხა მომთხოვეს“ – წერს თეა გვასალია.

Facebook Comments

ახალი დადებული