ჯანეზაშვილი: ანა დოლიძე ისე წავიდა, მისი დაფინანსების შესახებ კითხვას არ უპასუხა

“ანა დოლიძის გადადგომით დადასტურდა აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც მე აქამდე ვამბობდი”, – ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ანა დოლიძის გადაწყვეტილებას, იუსტიციის საბჭოს დატოვებასთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, ანა დოლიძის მხრიდან იმის მტკიცება, რომ პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდა, იყო თვალთმაქცობა.

“სამწუხაროა, რომ ეს ნაბიჯი თავის დროზე საკუთარი ინიციატივით არ გადადგა და საჭირო გახდა სხვების მითითება. პოლიტიკაში წასვლა მისი არჩევანია და მას ამის სრული უფლება აქვს, უბრალოდ საბჭოს წევრობასთან მისი საქმიანობა ამდენი ხნის განმავლობაში იყო შეუთავსებელი და კანონდარღვევა.

ანა დოლიძე ისე წავიდა საბჭოდან, რომ კითხვას მისი დაფინანსების შესახებ არ უპასუხა.

სასამართლო თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან, იმედი მაქვს ჩვენ ამას შევძლებთ”, – წერს სოციალურ ქსელში ნაზი ჯანეზაშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული