Advertisements

აზერბაიჯანელი ექიმი: ვერ წარმოიდგენთ, რა მდგომარეობაში ვართ

აზერბაიჯანელი ექიმი მურად მამედლი  მოსახლეობას სოციალური ქსელიდან მიმართავს და მოუწოდებს, დაიცვან კარანტინის წესები, რათა არ დაამძიმონ ისედაც მძიმე მდგომარეობა. მისი თქმით, ბაქოს საავადმყოფოებში პაციენტებისთვის ადგილები მალე აღარ იქნება. ინფორმაციას აზერბაიჯანული პრესა ავრცელებს.

Nusagi

„მე ექიმი ვარ, ვმუშაობ Сovid-19-ით ინფიცირებულებთან. მხოლოთ ღმერთმა იცის, რა დღეში ვართ საავადმყოფოში… სიტუაცია ბევრად სერიოზულია. ისე არ არის, როგორც თავიდან გვეგონა. ბაქოში ადგილები თავდება კოვიდინფიცირებულებისთვის. ინფიცირება მაქსიმალურ ნიშნულზეა. მძიმე პაციენტების რიცხვი ყოველდღიურად იმატებს. ამ ტემპებით გარდაცვლილების რიცხვი მკვეთრად გაიზრდება, მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა“,-წერს ექიმი. 

მურად მამედოვი მოსახლეობას მოუწოდებს, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე, ნუ მივლენ ხალხმრავალ ადგილებზე და არ იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. 

„ნუთუ ასე ძნელია ელემენტარული წესების დაცვა: დისტანცია, პირბადე, ხელის დაბანა? დამიჯერეთ, შესაძლოა მალე აქ უარესი მდგომარეობა გვქონდეს, ვიდრე იტალიასა და ესპანეთში იყო“,-ამბობს ექიმი. 

ექიმმა იმ ადამიანებსაც მიმართა, ვისაც ამ დრომდე ვირუსის არსებობის არ სჯერა.

„თუ არ გჯერათ, რომ არსებობს, დაიცავით წესები მათთვის, ვისაც სჯერა და იცის. მათთვის, ვინც ყველაფერს ხედავს. ბოლოს და ბოლოს, ღმერთისთვის. თუ დღეს არ დავიცავთ დისტანციას სკვერებსა და რესტორნებში, ხვალ ჩვენი სასჯელი მშობლების დაკარგვა იქნება. ჩემო ძვირფასებო, ამ ტემპებით თუ ვივლით, მალე სამედიცინო პერსონალი არ გვეყოფა, და თუ თავად დავსნეულდებით, ექიმებისთვისაც კი არ იქნება საავადმყოფოებში ადგილი. ალაჰმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი“,-წერს ექიმი.

მისივე თქმით, ექიმებს საშინელ პირობებში უწევთ მუშაობა.

„არ დაიჯერებთ, რა პირობებში ვმუშაობთ. ყველა ექიმს სახეზე კანი ძვრება ნიღბების ტარებისგან, ძილში აპარატის გუგუნის ხმა გვესმის, ფეხებზე ვენები გაგვებერა, სტრესი, უძილო ღამეები, ტკივილი მთელ ტანში… ასე ვართ ყოველ დღე.. უწყლოდ, საკვების გარეშე და თითქმის უჰაეროდ“,-წერს მამედოვი. 

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული