აზერბაიჯანში კორონავირუსის მე-2 ტალღის გამო, მკაცრი კარანტინი აღადგინეს

Nusagi

ბევრ ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმი დიდი ხანია, შემსუბუქდა, თუმცა ხელისუფლებები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ შეზღუდვებს კვლავ დააწესებენ, თუ დაავადება ისევ დაიწყებს სწრაფი ტემპით გავრცელებას. 

სწორედ ეს მოხდა აზერბაიჯანში, სადაც კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 12 000-ს მიაღწია. რომ ექსპერტების, ანალიტიკოსების და ქვეყნის ხელისუფლების შეფასებით, აზერბაიჯანში პანდემიის მეორე ტალღა დაიწყო. ამის გამო, მიღებული იქნა გადაწყვეტილება კარანტინის აღდგენის და მკაცრი შეზღუდვების შემოღების.

ქვეყანაში შეზღუდვები მაისის პირველ დეკადაში შემსუბუქდა, თუმცა ერთ თვეზე ნაკლებ პერიოდში სტატისტიკა გაუარესდა და კორონავირუსის ეპიდემიის მე-2 ტალღა დაიწყო. 

ახალი წესების მიხედვით, მოქალაქეებს სახლიდან გასვლა მხოლოდ 2 საათით შეეძლებათ, წინასწარ კი, sms-ის საშუალებით, გადაადგილების შესახებ უნდა აცნობონ შესაბამის სამსახურს.

აღნიშნული შეზღუდვა გაცილებით მსუბუქია იმასთან შედარებით, რაც პირველი კარანტინის დროს იყო, როდესაც კვირაში 2 დღის განმავლობაში ადამიანებს გარეთ გასვლა საერთოდ ეკრძალებოდათ. მაშინაც კი, როდესაც ნაგვის გადაყრა იყო საჭირო. 

Facebook Comments
%d bloggers like this: