ახმეტის მერია: ნაცმოძრაობა სტიქიისგან დაზიანებული ხიდის ძველ ფოტოებს ავრცელებს და ახლად ასაღებს

Nusagi

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის” კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველი და ამავე პარტიის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს ხელისუფლებამ პანკისში, ხიდის კიბეები მდინარის კალაპოტში არასწორად დაამონტაჟა იქ, სადაც მდინარე ალაზანი ჩამოედინება და ამ მიზეზით მოსახლეობა ამ ხიდით ვერ სარგებლობს.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია „ქრონიკამ“ ადგილზე გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ ფოტოები დაახლოებით ერთი თვის წინ არის გადაღებული და დღეს ადგილზე არსებული ვითარება რადიკალურად განხვავებულია.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ხიდთან მისასვლელი გზა სტიქიური მოვლენის დროს რამდენიმე კვირის წინ ღვარცოფმა წაიღო, თუმცა ადგილზე აღდგენითი სამუშაოები მალევე დაიწყო. იმის გამო, რომ ეს ხიდი ერთ სოფელს მეორესთან აკავშირებს და მოსახლეობა აქტიურად იყენებს, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ხიდთან მისასვლელი გზა მყისიერად აღადგინა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: