ბიძინა კულუმბეგოვის თქმით ბოლო დროს დაავადებულებს, COVID19-ის უფრო მსუბუქი ფორმა აქვთ

Nusagi

ჩვენი ქვეყნის მონაცემებით ტენდენციურად ჩანს, რომ ბოლო პერიოდში დაავადებული ადამიანები შედარებით უფრო მსუბუქი ავადმყოფობის ნაწილია, თუმცა ამას სწორი მეცნიერული გააზრება სჭირდება, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, იმის თქმა, რომ დაავადებამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა არავის შეუძლია.

„ბოლო პერიოდში შედარებით მსუბუქი ავადმყოფობის ნაწილს სწორი მეცნიერული გააზრება სჭირდება: ეს ხომ არ არის ასაკთან მიმართებაში, ხომ არ არის ისეთი ადამიანების კლასტერი, რომლებსაც ფონური დაავადებები ნაკლები ჰქონდათ, ამგვარად ჩვენ რომ ვთქვათ, რომ ვირუსის მუტაცია განაპირობა დაავადების მსუბუქი, საშუალო თუ მძიმე მიმდინარეობა ჯერჯერობით ამის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება კაცობრიობას და მედიცინას არ გააჩნია“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: