გიორგი შაქარაშვილის ბიძა- ყველა ვერსიას ვუშვებთ, თუმცა ცხადია, გიორგი ღამის 2 საათზე მდინარეში საბანაოდ არ შევიდოდა

Nusagi

გამოძიების პირველ ეტაპზე საქმის კვალიფიკაციას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია იმის გამოკვეთა, თუ რა მოხდა რეალურად და ჩაიდინა თუ არა ვინმემ დანაშაული,-ამის შესახებ დაღუპული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ რუსთავი2-თან საუბრისას განაცხადა.

მირიან ნიკოლაძე, რომელიც ამავე დროს ადვოკატია, აცხადებს, რომ თუ შსს-მ მიიღო გადაწყვეტილება საქმის კვალიფიკაციის შეცვლის (თავისუფლების უკანონო აღკვეთას დაემატა ძალადობის მუხლი) ეს ნიშნავს, რომ არსებობს ამის საფუძველი.

მისივე თქმით, ოჯახმა დამოუკიდებელი ექსპერტი აიყვანა.

„მთავარია, დადგინდეს, ცხედარზე არსებული დაზიანებები მიყენებულია სიცოცხლეში, თუ შემდგომ. ამას 10-მდე დღე სჭირდება. ოჯახის თხოვნით, საქმეში ჩაერთო დამოუკიდებელი ექსპერტი. არსებითად გადამწყვეტია, თუ როდის იქნა მიყებეული დაზიანებები. ამ ეტაპზე გვაქვს სურათი, რომელიც სხვა ვერსიების არსებობის უფლებასაც ტოვებს. გიორგის სხეულზე აქვს დაზიანებები, როგორც თავის, ისე ტანის არეში, თუმცა ჯერჯერობით იმის თქმა, როგორ არის მიყენებული ეს დაზიანებები, ნაადრევია. ოჯახს აქვს ერთადერთი მოთხოვნა- დადგინდეს სიმართლე, არ უნდათ დამძიმებული და გაბუქებული სიმართლე. ჩვენ ვუშვებთ ძალადობასაც და შემთხვევითობასაც, თუმცა ისიც ცხადია, რომ გიორგი ღამის 2 საათზე მდინარეში საბანაოდ არ შესულა. ის არც ალკოჰოლური და არც სხვა ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა, გიორგი ჯანმრთელი, სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდა“,-აცხადებს გარდაცვლილის ბიძა.

19 წლის ფეხბუერთელის, გიორგი შქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: