ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაციენტის ისტორიას საზოგადოება დეტალურად იცნობს

Nusagi

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც იგი “მთავარ არხს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშულებს.

ეკატერინე ტიკარაძე „მთავარ ახზე“ გასულ სიუჟეტში მოყვანილ ფაქტებს აბსურდულს უწოდებს. მისივე თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილი 14-ვე პაციენტის ისტორიას საზოგადოება კარგად იცნობს და არც ერთი პაციენტის ავადმყოფობის ისტორია არ გაყალბებულა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ოპოზიციური არხის მიზანი ქვეყანაში დესტრუქციის შემოტანაა.

“რა თქმა უნდა, ვეთანხმები ბატონ თენგიზ ცერცვაძის განცხადებას. ეს იყო სრულიად აბსურდული სიუჟეტი, გამომდინარე იქიდან, რომ უბრალოდ, არ არსებობს მსგავსი ფაქტი. იცით, რომ ჩვენ გვყავს 14 გარდაცვლილი, თითოეული გარდაცვლილის ისტორიას საზოგადოება დეტალურად იცნობს. არ მომხდარა არც ერთი პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის გაყალბება და გარდაცვალების მიზეზის გაყალბება, ეს საზოგადოებისთვის ფაქტია და შესაბამისად, აბსურდული იყო რეპორტაჟი, რომელიც „მთავარმა არხმა“ მოამზადა. მიზანი ალბათ, დესტრუქციის შემოტანაა და ეჭვის შეტანა მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებაში. აქ ასევე მნიშვნელოვანია ექიმების მხრიდან ჩადებული ის შრომა, რომელიც მათ გაწიეს ამ ხნის განმავლობაში და მათი მიზანია რომ ეს შრომა სრულად იყოს უგულებელყოფილი”.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: