უამრავი ქვეყანაა, სადაც ჩვენ ინტერესები გვაქვს და კონგრესის 435-ვე წევრი ყველაფერს ვერ წაკითხავს

Nusagi

არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობს ამერიკის კონგრესი, ქართული მედია ან თუნდაც საქართველოს პარლამენტი, მთავარია რას ფიქრობს ქართველი ხალხი და მათი ხმა ოქტომბერში იქნება შესმენილი, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა ქართველ ჟურნალისტებთან ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ასე 13 კოლეგის მიერ ხელმოწერილ ანგარიშთან დაკავშირებულ შეკითხვაზე გასცა პასუხი, რომლის ერთ-ერთ პასაჟში ბიძინა ივანიშვილი ვლადიმერ პუტინის მოკავშირედ არის მოხსენიებული. კინზინგერი აღნიშნავს, რომ კონგრესი უამრავ დოკუმენტს აქვეყნებს და ხშირად კანონმდებლებს მათი სრულად წაკითხვის საშუალება გამოქვეყნებისთანავე არ აქვთ.

„კონგრესი ძალიან ბევრ ანგარიშს, საკანონმდებლო აქტსა და კანონს ქმნის და რაც მყისიერად საჯაროვდება არ არის სრულად წაკითხული მანამ, სანამ ამის შანსი არ მოგვეცემა. ხომ წარმოგიდგენიათ, უამრავი ქვეყანაა, სადაც ჩვენ ინტერესები გვაქვს და ისეთ მნიშვნელოვანი მოკავშირეების შესახებ, როგორიც საქართველოა, კონგრესის 435-ვე წევრი ყველაფერს ვერ წაკითხავს. მე ვერ გავაკეთებ კომენტარს იმის შესახებ რა იცოდა კონგრესმენმა ბეიკონმა ან რა არ იცოდა, მაგრამ იმას გეტყვით, რომ ყველამ იცის საქართველოს შესახებ და საქართველოს ნამდვილად აჭარბებს თავის შესაძლებლობებს საკუთარ წონით კატეგორიაში კონგრესში და ეს ძალიან კარგი რამაა“, – აღნიშნა კინზინგერმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: