Advertisements

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მონაწილეობის გარეშეც შესაძლებელია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება

დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მონაწილეობის, ყოველგვარი პოლიტიკური ვაჭრობის გარეშეც შესაძლებელია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა პლენარულ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღეს.

Nusagi

მისი თქმით, ფრაქციის შვიდივე ხმა გარანტირებული ექნება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენაზეც.

„კონსტიტუციის ჩავარდნა არამხოლოდ „ქართულ ოცნებას“ დააზიანებს, არამედ ეს იქნება კიდევ ერთი უდიდესი შეცდომა და ის დააზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს, რომელიც შეიძლება შეუქცევადი იყოს და ქვეყნის ინტერესების რისკის ქვეშ დაყენება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მეორე მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 115-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 119-მა დეპუტატმა.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული