ცილისმწამებლური სიუჟეტი “მთავარ არხზე” – გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი “მთავარი არხი”-ს ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება:

“გვინდა გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარზე“ გასულ ცილისმწამებლურ სიუჟეტს. უკვე მესამე წელია ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდები აღარ ტარდება. ტელეკომპანია „მთავარი“ კი აცხადებს, რომ აქ განთავსებულია საგამოცდო ცენტრი, სადაც ანტისანიტარიაა!

სამწუხაროა, როდესაც მედიასაშუალება ასეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებს. კიდევ უფრო სამწუხაროა, როდესაც დეზინფორმაციას ავრცელებს ის არასამთავრობო ორგანიზაციაც, რომელსაც თავად ევალება სტუდენტების უფლებების დაცვა.”– ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments

ახალი დადებული