ჯონ ბოლტონის თქმით, ტრამპს ნატოდან აშშ-ის გაყვანა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გამო სურდა

Nusagi

დონალდ ტრამპის უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით, თეთრი სახლის ლიდერს, ნატოდან აშშ-ის გაყვანა ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მხარდაჭერის გამო სურდა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს. 

„ტრამპმა დამირეკა და მკითხა, ვიყავი თუ არა მზად დიდი თამაშისთვის. მან შემდეგი ტექსტი მიკარნახა: „ჩვენ პატივს ვცემთ ნატოს, მაგრამ ალიანსი უსამართლოდ გვექცევა. [2019 წლის] 1-ლი იანვრისთვის ყველა ქვეყნის კონტრიბუცია თავდაცვის ბიუჯეტში მშპ-ის 2%-ს უნდა გაუტოლდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავალთ ალიანსიდან და არ დავიცავთ მათ, ვინც არ იხდის. ვინაიდან ჩვენ რუსეთთან ცუდი ურთიერთობა გვაქვს, აღარ გვსურს ისეთ ალიანსში ყოფნა, რომლის წევრებიც რუსეთს მილიარდებს უხდიან. ჩვენ გავალთ, თუ ისინი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის პროექტს დაამტკიცებენ“, – წერს ჯონ ბოლტონი წიგნში „ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები“.

ჯონ ბოლტონის განცხადებით, საბოლოო ჯამში მან და სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ შეძლეს ტრამპის გადარწმუნება და ტრამპმა ალიანსის წევრებს თავდაცვითი ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდა.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ბოლტონს საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებაში ადანაშაულებდა და წიგნის დაბლოკვას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ წიგნი არ დაბლოკა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: