ჯანდაცვა

63 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, „დიდუბის“ მეტროს მიმდებარედ არსებული ბაზრის მოვაჭრეა

Nusagi

სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები 63 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარედ არსებული ბაზრის მოვაჭრეა.

ინფიცირებული ამჟამად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მას ტემპერატურა და პნევმონია აღენიშნება.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში განაცხადეს, ამ ეტაპზე გამოკვეთილია მხოლოდ სამი ოჯახური კონტაქტი – ინფიცირებული ქალის შვილი, სიძე და შვილიშვილი. სამივე მათგანი კარანტინშია გადაყვანილი.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, ქალი თბილისიდან ერთი დღის დაბრუნებული იყო და სოფელში კონტაქტი ოჯახის წევრების გარდა არავისთან ჰქონია, რაც იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ინფიცირება კახეთში არ მომხდარა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,568,204 ნახვა
%d bloggers like this: