Advertisements

ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილი-ადეიშვილის დუეტი ქართველ ბიზნესმენებს დაუკავშირდა და უკრაინაში გიორგი გაბუნიას გაპიარება დაავალა, უკრაინულ მედია-ჯგუფს გიორგი გაბუნიას პირადი ნომერიც მისცეს საკონტაქტოდ

,,სააკაშვილმა კარგად იცის, რომ შემოდგომაზე არჩევნებს არჩევნების გზით ვერ მოიგებს. ის ქმნის პროექტს, რომელსაც ახალი თაობის ლიდერი ჰქვია და აბარებს მას ელისო კილაძეს. გიორგი გაბუნიასგან ახალი თაობის პოლიტიკური ლიდერი უნდა გაეკეთებინათ, ბექგრაუნდი პუტინის გინება უნდა გამოეყენებინათ. ის უნდა ყოფილიყო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პუტინის წინააღმდეგ მებრძოლი ფიგურა. გაბუნია, ახალი პოლიტიკური ფიგურა უნდა გაეცნო ყველას, რომ მისი მკვლელობის შემდეგ ეს ისტორია მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოქცეულიყო. ამ კარტს გაათამაშებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ ძალიან აქტიურად. ამის შემდეგ ქართული ოცნება უნდა დასრულებულიყო“,- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. 

Nusagi

როგორც ნიკოლეიშვილი აცხადებს, სააკაშვილი-ადეიშვილის დუეტი ქართველ ბიზნესმენებს დაუკავშირდა და უკრაინაში გიორგი გაბუნიას გაპიარება დაავალა. ხოლო უკრაინულ მედია-ჯგუფს თავად გიორგი გაბუნიას პირადი ნომერიც მისცეს, მაგრამ  გაბუნია მათ ზარებს არ პასუხობდა. 

ექსპერტის თქმით, უკრაინულმა ჟურნალისტებმა ნიკა გვარამიასთან დაკავშირება გადაწყვიტეს, ამის შესახებ დამკვეთებს აცნობეს,  თუმცა, ნიკას მაგივრად ისინი ელისო კილაძესთან გადაამისამართეს და უთხრეს, რომ სწორედ ის იქნებოდა პროექტის კოორდინატორი და გაბუნიასთან შუამავალიც. 

ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის გარემოცვამ გაბუნიას წინააღმდეგ მკლელობის მომზადების შესახებ იცოდა და არაფერი თქვა.

,,გიორგი გაბუნიას ისტორია ფაზლია ბევრი დეტალითა და ფრაგმენტით. მისი აწყობა რთულია, მაგრამ მაინც ვცადე. ეს ფაზლი რამდენიმე სხვადასხვა ისტორიისგან შედგება. მათგან მთავარი მაინც ორია: სააკაშვილის გარემოცვა გაბუნიას პიარს უკრაინულ მედია-ჯგუფს უკვეთავს და მეორე; სააკაშვილის გარემოცვამ იცოდა გაბუნიას წინააღმდეგ მკლელობის მომზადების შესახებ და არაფერი თქვა. უკრაინელმა ჟურნალისტებმა ამ საქმეს ქართული უოტერგეიტი უწოდეს. ისტორია რუსთავი2-დან იწყება, როცა გიორგი გაბუნიამ პუტინს აგინა.

ნიკა გვარამია, რომელიც მაშინ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი იყო, ირწმუნებოდა რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. რუსეთის პრეზიდენტის ლანძღვა-გინებას ჩეჩნეთში პუტინის მიერ დანიშნული კადიროვი მუქარანარევი განცხადებით გამოეხმაურა. ყველაფერი ალბათ აქ დასრულდებოდა 15 ივნისი რომ არა – დააკავეს ჩეჩენი ქილერი, რომელსაც სავარაუდოდ, გიორგი გაბუნიას მკვლელობა ჰქონდა შეკვეთილი. ჯერ ნიკა გვარამიამ, შემდეგ კი ნაციონალურმა მოძრაობამ დიაგნოზი დასვეს: შეკვეთა კადიროვისგან მოდის. საკმაოდ ლოგიკურად ჟღერს. აბა ვინ იტყვის, რომ პუტინის ხელქვეითი მისი ბელადის ღირსებას არ დაიცავდა? მალევე გამოქვეყნდა სააკაშვილი-ადეიშვილის სატელეფონო საუბარი და ორმა უკრაინელმა ჟურნალისტმა გამოაქვეყნა სკანდალური მასალა და გაბუნიას ისტორიას მათ ქართული უოტერგეიტი უწოდა.

აღმოჩნდა, რომ ამ ორ ჟურნალისტს ოთხი-ხუთი თვის უკან სააკაშვილის გარემოცვამ გიორგი გაბუნიას პიარი დაუკვეთა. მისგან ახალი პოლიტიკური ლიდერი უნდა შეექმნათ და უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპაში გაეპიარებინათ და ფაზლში ბევრი დეტალი ჩემთვის საინტერესოდ შეივსო.

რა გავიგე? ჯერ გეტყვით რა გავიგე უკრაინელი ჟურნალისტებისგან: სააკაშვილი-ადეიშვილის დუეტი ქართველ ბიზნესმენებს დაუკავშირდნენ და უკრაინაში გიორგი გაბუნიას გაპიარება დაავალეს. ამ დავალების მიღების შემდეგ ვინმე ზურაბი და ედუარდი უკრაინელ ჟურნალისტებს იგივე თხოვნით უკავშირდებიან. უკრაინულ მედია-ჯგუფს თავად გიორგი გაბუნიას პირადი ნომერიც მისცეს საკონტაქტოდ. თუმცა, კონტაქტი არ შედგა – გაბუნია მათ ზარებს არ პასუხობდა.

უკრაინულმა ჟურნალისტებმა უკვე ნიკა გვარამიასთან დაკავშირება გადაწყვიტეს და ამის შესახებ დამკვეთებს აცნობეს. თუმცა, ნიკას მაგივრად ისინი ელისო კილაძესთან გადაამისამართეს. უთხრეს, რომ სწორედ ის იქნებოდა პროექტის კოორდინატორი და გაბუნიასთან შუამავალიც. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ არც ამ დაკვეთის შესახებ ნიკა გვარამიამ არაფერი იცოდა. ის საქმის კურსში არ ჩააყენეს. ელისო კილაძე კი ნაციონალების არაერთ პროექტში გვინახავს. მაგალითად, სალარიძის, მაჩალიკაშვილის… ახლა მან მორიგი დავალება მიიღო.

ამ დროს ჩნდება ვირუსი, კოვიდი ყველაფერს აჩერებს და ეს პროექტიც გაჩერდა. გაჩერდნენ უკრაინელებიც. ასე რომ 15 ივნისამდე არც გაბუნია ახსოვდა ვინმეს და არც პიარი. 15 ივნისი რომ არა – სუს-ის მიერ სავარაუდო ქილერის დაკავების თარიღი – ისტორია როდის გაგრძელდებოდა არავინ იცის, თუმცა, როცა ინფორმაცია გამჟღავნდა, უკრაინელმა ჟურნალისტებმა მას ყურადღება მიაქციეს არა მხოლოდ ჟურნალისტური ცნობისმოყვარეობის გამო, არამედ, იმის გამოც, რომ ქილერს მათი კლიენტი უნდა მოეკლა. არადა, ამ კლიენტისგან მათ ახალი თაობის პოლიტიკური ლიდერი უნდა გაეკეთებინათ, ბექგრაუნდი პუტინის გინება უნდა გამოეყენებინათ. ის უნდა ყოფილიყო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პუტინის წინააღმდეგ მებრძოლი ფიგურა”,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი. 

,, სულ მალე აქ ისეთი ამბავი ატყდება რომ ყველას ერთად დგომა მოგვიწევს „ ,- ლევან ნიკოლეიშვილი  გუბაზ სანიკიძის განცხადებას იხსენებს და   წერს, რომ შესაძლოა სანიკიძემ  თავადაც არ იცოდა რატომ თქვა. 

თუმცა, ჯერ მხოლოდ ყურადღება მიაქციეს, მიხვდნენ რომ ეს ის გიორგი გაბუნიაა, რომელიც სააკაშვილ-ადეიშვილის მხარემ საპიაროდ დაუკვეთა. მოგვიანებით, როცა უკვე თავად სააკაშვილ-ადეიშვილის ფარული სატელეფონო ჩანაწერი მოისმინეს ინტერვიუს მიცემაზეც როგორც ჩანს, ამის მერე დათანხმდნენ. მათ გაუჩნდათ ეჭვი, რომ ისინი, ვინც ახალი ლიდერის დაბადებაში ფულს დებდა, მის მოკვლასაც უკვეთავდა. ყოველ შემთხვევაში, ამ დაკვეთის შესახებ იცოდა და არაფერი გააკეთა.

ვნახოთ რას ლაპარაკობს უკრაინაში გაქცეული მესამე პრეზიდენტი თავის ასევე გაქცეულ იუსტიციის ყოფილ მინისტრთან:

ააკაშვილი: გვარამიას ცოტა აკლია, ავადმყოფია, ყველა ჩაიყოლა თავიდან ბოლომდე.

ადეიშვილი: არა, იქ სხვა რაღაც იყო. ნამდვილად ვეხმარებოდით მას, მერე ნიკამ თავი ვერ შეიკავა და ეს ყველაფერი წამოაყრანტალა – ისე გამოიტანა, რომ არ შეუთანხმებია – “მოვუწოდებ უკრაინას”. ამასთან, უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა. რაში სჭირდებოდა, საერთოდ? არ იყო საჭირო უკრაინის ხსენება, გარკვეულწილად, დაგვეხმარნენ ისინი. სააკაშვილი: გვარამიას ჰქონდა ნანახი მასალები? რატომ თქვა ეს? ადეიშვილი: როგორც ჩანს, იჩქარა, ნერვებმა უმტყუნა.

რა გავიგეთ? გამოდის რომ გვარამიამ მკვლელობის მცდელობის გამოაშკარავებამდე უკრაინული კვალის შესახებ არაფერი იცოდა. ფორმულას სიუჟეტიდან გაიგო, ანერვიულდა, კონტროლი დაკარგა, იჩქარა და სასწრაფო ბრიფინგი ჩაატარა.

არ ვიცი რა ჩავაფლავე, მაგრამ ვიცი რომ ჩემი თანამშრომლების უსაფრთხოება ჩემთვის უმთავრესია – დაახლოებით ასე უპასუხებს მოგვიანებით გვარამია სავარაუდოდ სააკაშვილ-ადეიშვილის პრეტენზიებს მის მიმართ. სხვადასხვა დეტალებს თუ შევკრებთ ფაზლი მთელ სურათსაც გვაჩვენებს.

მე დავინახე: სააკაშვილმა კარგად იცის, რომ შემოდგომაზე არჩევნებს არჩევნების გზით ვერ მოიგებს. ის ქმნის პროექტს, რომელსაც ახალი თაობის ლიდერი ჰქვია. აბარებს მას ელისო კილაძეს. პროექტის მთავარი გმირი: პუტინის რეჟიმთან მებრძოლი ფიგურის შექმნა. გაბუნიას მონოლოგი სავარაუდოდ სწორედ ამას ემსახურება.

პროექტის მიზანია: გაბუნიასთვის საერთაშორისო იმიჯის შექმნა. ახალი პოლიტიკური ფიგურა უნდა გაეცნო ყველას, რომ მისი მკვლელობის შემდეგ ეს ისტორია მხოლოდ საქართველოს მედია სივრცეში კი არ მოხვედრილიყო, არამედ, მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოქცეულიყო. პროექტის შედეგი: ამ კარტს გაათამაშებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ ძალიან აქტიურად.

ამის შემდეგ ქართული ოცნება უნდა დასრულებულიყო. უკრაინელი ჟურნალისტები ამ კონტექსტში სხვათა შორის იხსენებენ ქართული წარმოშობის უკრაინელ ჟურნალისტს გიორგი ღონღაძეს, რომელიც ასევე მოკლეს და რომლის მკვლელობასაც მაშინ კუჩმა გადაჰყვა. საქართველოში კი ერთხელ გიორგი სანაიას მკვლელობა გამოიყენეს. ასე რომ, შედეგი უნდა დამდგარიყო მალე, სავარაუდოდ არჩევნებამდე. პროექტის სცენარი: ოპოზიცია აუცილებლად იტყოდა, რომ ხელისუფლება არის პრორუსული, რომ ის დაეხმარა რუსეთს მისთვის არასასურველი გაბუნიას მოშორებაში, ეს დანაშაულებრივი, პრორუსული და უუნარო ხელისუფლებაა, ამიტომაც უნდა წავიდეს. სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ნაციონალების ახალი შავი პოლიტიკური მუშა გუბაზ სანიკიძე რამდენიმე დღის უკან ეთერში თქვა: სულ მალე აქ ისეთი ამბავი ატყდება რომ ყველას ერთად დგომა მოგვიწევსო. არაფერი დაუკონკრეტებია. რაც თქვა, შესაძლოა, თავადაც არ იცოდა რატომ თქვა”,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი. 

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული