ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით გვარამიამ ბოდიში მოიხადა

Nusagi

“მთავარი არხის” ხელმძღვანელი ნიკა გვარამია, გადაცემა “პოსტ ფაქტუმში”  ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მიუხედავად ყველა სტანდარტის დაცვისა, მათ დაუშვეს მძიმე შეცდომა

“ბავშვთა პორნოგრაფიის სიუჟეტში, მიუხედავად ყველა ფორმალური მოთხოვნის დაცვისა (ხაზგასმით, ყველა ფორმალური მოთხოვნის), მიუხედავად აბსოლუტურად და უალტერნატივოდ კეთილშობილური მიზნისა, დაგვეცვა მსხვერპლი ბავშვები და გვეიძულებინა მახინჯი მთავრობა, შეესრულებინა მსხვერპლის დაცვის კონვენციური ვალდებულებები. მიუხედავად ამ ყველაფრისა, “მთავარმა არხმა” დაუშვა მძიმე შეცდომა. იმედია, არა გამოუსწორებელი.

ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. ვწუხვარ, და არ ვაპირებ იმის დაწერას, რომ “შეცდომები მოსულა” და რომ მთავარ არხს აბულინგებენ. მადლობა კრიტიკისთვის ყველას, ვინც მოდარაჯე ძაღლის პრინციპით, ცდილობს, რომ ამგვარი შეცდომები მომავალში აღარ დავუშვათ. ჩვენც ძალიან ვეცდებით.”– წერს ნიკა გვარამია.

Facebook Comments
%d bloggers like this: