სამართალი

გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეში მორაგბეები და შავი ფერის „ტოიოტა კამრი“ ფიგურირებენ

Nusagi

ჩვენ დამატებითი ინფორმაციის მოპოვების საშუალება არ გვქონია. ვეყრდნობით მხოლოდ და მხოლოდ გიორგის მეგობრის, გურის ვერსიას,-ამის შესახებ დაღუპული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ახლობელმა ნიკა ჯაჭვაძემ რუსთავი2-თან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სანამ ექსპერტიზის პასუხები იქნება, ოჯახი არცერთ ვერსიას არ გამორიცხავს. 

„ჩვენ არ ვიცით, როდის მიადგა ბავშვს დაზიანებები, სიკვდილის შემდეგ თუ სიცოცხლეშივე. ჩვენ არცერთ ვერსიას არ გამოვრიცხავთ. საქმეში ფიგურირებენ მორაგბეები და შავი „ტოიოტა კამრი“, როგორც გური მ აცხადებს, ამავე მანქანამ მიაკითხა მას დამალულს და ჩაიყვანა თბილისში. გურიმ არ იცის, რატომ დაიძაბა სიტუაცია აგარაკზე. ჩვენ დამატებითი ინფორმაციის მოპოვების საშუალება არ გვქონია. ვეყრდნობით მხოლოდ და მხოლოდ გურის ვერსიას. გიორგის ხასიათიდან გამომდინარე, გამოვრიცხავთ, რომ ის კონფლიქტში  ყოფილიყო ჩართული. გურის თქმით, როდესაც ისინი აგარაკზე მივიდნენ, კონფლიქტი უკვე დაწყებული იყო“,-აცხადებს ოჯახის ახლობელი.  

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,666 ნახვა
%d bloggers like this: