მერვე კლასიდან ვიცი, რომ დიდი ცხვირი მაქვს-ელისაშვილი უგულავას პასუხობს

Nusagi

პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დღევანდელ განცხადებას, მისი ცხვირის ზომის შესახებ, მდაბიო საქციელი უწოდა.

ელისაშვილი უარყოფს, რომ უგულავასთან რაიმე სახის ვაჭრობას ადგილი ჰქონოდა, ამასთან პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ მას პოლიტიკაში მორალური და ეთიკური წესების დამკვიდრება სურს.

რა მაგარი რაღაც თქვა, არა?! – იმხელა ცხვირი აქვს, რომ თავისი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავსო. იცი რა? დიდი ცხვირი მაქვს, დიდი ცხვირი არაა პრობლემა, მთავარია, ფულის მოპარვაში არ ჩაყო ის ცხვირი გიგი უგულავასავით. ეს არის მთავარი, თორემ ცხვირის ზომას არ აქვს მნიშვნელობა. ჯერ ერთი, მდაბიოობაა, ადამიანის ფიზიკურობაზე მინიშნება, მერვე კლასიდან ვიცი, რომ დიდი ცხვირი მაქვს, კი არ მაკომპლექსებს ეს, ვიხედები სარკეში და ვიცი, როგორც გამოვიყურები, მაგრამ მექრთამე უგულავასგან ასეთი მდაბიური საქციელი არ მიკვირს.

იცით, რა მინდა დავამკვიდრო პოლიტიკაში – რაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში მიუღებელია, ის კიდევ უფრო სამარცხვინო უნდა იყოს პოლიტიკაში. როდესაც, მთხოვ, შემხვდი,შემხვდი, შემხვდი, როდესაც მწერ, მირეკავ, მერე ამაზე რატომ ჭორაობ? ეს პოლიტიკოსობაა? ჭორაობაა? კაცობაა? მოქალაქეობაა?! ეს არის გულისამრევი. ღმერთმა დამიფაროს გიგი უგულავას რაიმე ვევაჭრო. რაოდენობასთან დაკავშირებით ვთქვი, რომ ჩვენი რესურსიდან გამომდინარე, სულ მცირე, ორ ოლქს მოვიგებთ, როგორც ვხედავთ-მეთქი,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ დღეს განაცხადა, რომ ელისაშვილი „საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავს“ და თბილისის მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით თავისი პარტიისთვის 2 ადგილს „ევაჭრებოდა.“

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: