მექსიკაში მიწისძვრას 6 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულები

მექსიკაში, ოაჰაკას შტატში, მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. ამის შესახებ Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, მიწისძვრამ შტატის მთიან რაიონებში მდებარე სოფლებში ნგრევა გამოიწვია.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სან პედრო პოჩუტლას ჩრდილო-აღმოსავლეთით 69 კილომეტრში მდებარეობდა.

მიწისძვრის სიმძლავრემ კი 7.4 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრა ოაჰაკას შტატში, ადგილობრივი დროით 10:29 საათზე მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა 400 მილის დაშორებით მდებარე დედაქალაქ მეხიკოშიც.

Facebook Comments

ახალი დადებული