Advertisements

მიხეილ სააკაშვილი – ბათუმში ტრამპს ჩემი ელექტრომობილით ვატარებდი, ვიყავით 2 ღამის კლუბში, შადრევნებში ვხტუნაობდით

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუს დროს დონალდ ტრამპის ბათუმში ვიზიტი გაიხსენა.

Nusagi

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ბათუმში სტუმრებს ხშირად მასპინძლობდა, მათ შორსი ჰილარი კლინტონს, ჯონ მაკკეინს და დონალს ტრამპს.

„სტუმრებს ძალიან ხშირად ვმასპინძლობდი. ყველას ვიღებდი. ჩვენ დავრბოდით ეშმაკის ბორბლებზე. ძალიან ბევრს უყვარდა იქ ჩასვლა – ჰილარი, ტრამპი, ჯონ მაკკეინი იყვნენ ბათუმში დაახლოებით ათჯერ. ტრამპიც იყო იქ, ჩვენ იქ დავდიოდით ფეხით, მე მას ჩემი ელექტრომობილით ვატარებდი დილის 07:00 საათამდე, ვიყავით ორ ღამის კლუბში, შადრევნებში ვხტუნაობდით, ყველა მხრიდან ვათვალიერებდით „ალისა და ნინოს ძეგლს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed