Advertisements

ნოდარ მელაძეს სუსში დღეს გამოკითხავენ

„ტვ პირველის” მთავარი პროდუსერი ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დღეს 11:00 საათზე მივა. ამის შესახებ მან „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

Nusagi

მისივე თქმით, გამოკითხვაზე დაბარება უკავშირდება ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც „ტვ პირველმა“ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებულ ვასამბეკ ბოკოვთან დაკავშირებით მოამზადა. გარდა ამისა, მისივე თქმით, გამოკითხვაზე დაბარებულია ჟურნალისტური რეპორტაჟის ავტორი მაკა ჩიხლაძე.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed