სურსათის ეროვნული სააგენტო: მუხიანში კალიების გავრცელების გამო პანიკის საფუძველი არ არსებობს

Nusagi

სოციალურ ქსელში გავრცელდა მუხიანში გადაღებული ფოტო. სადაც უამრავი კალიაა ასახული.

„ეს უნდა ნახოთ, კალიები ორ დღეში გამოჩნდებიან ფართო მასშტაბებში. გვიშველეთ, სანამ შეგვჭამენ” – წერდა ფოტოს ავტორი.

ეს ტერიტორია, სადაც კალიებია დაფიქსირებული, მუხიანში აგარაკების მიმდებარე ტერიტორიაა, აქ იყო კალიების რეზერვაცია. სურსათის ეროვნული სააგენტოს ჯგუფი ადგილზე იმყოფება. ჩავატარეთ შესაბამისი ღონისძიება, რათა არ გაფართოვდეს არეალი და კალიებმა მოსახლოებამდე არ მიაღწიონ“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მესხმა.

როგორც ნიკა მესხი ამბობს, არ არსებობს კალიების სხვა ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე, რადგან კალიების იმ სახეობას, რომლებიც მუხიანის ტერიტორიაზე არიან, არ შეუძლიათ ფრენა. ასევე კალიები არ წარმოადგენს ამ ეტაპზე რაიმე საფრთხეს მოსახლეობისთვის და, ფაქტობრივად, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, უწყება ყოველწლიურად ახორციელებს კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს.

Facebook Comments
%d bloggers like this: