Advertisements

ფასილიტატორი ელჩების მერე, ოპოზიციას საკუთარმა ლიდერმა მიმართა კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მოწოდებით

ფასილიტატორი ელჩების მერე, ოპოზიციას საკუთარმა ლიდერმა მიმართა კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მოწოდებით.

Nusagi

ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშნვას აღარ დავიწყებ,- ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერი გიორგი რურუა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა და ასევე საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც. „მინდა გამოვეხმაურო რვა მარტის შეთანხმებას! ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშნვას აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორეხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს. პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოზგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც. ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე“, – წერს რურუა.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული