Advertisements

119 000-ზე მეტ პირს სესხის მომსახურება გაუიაფდა

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 8.25%-მდე შეამცირა, რითაც ადამიანებს, რომლებსაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი ჰქონდათ, ჯამში 119 000-ზე მეტ პირს კრედიტის მომსახურება გაუიაფდა.

Nusagi

ეროვნული ბანკის განმარტებით, მაისში წლიურმა ინფლაციამ 6% შეადგინა. იმავე უწყების პროგნოზით, წლის დარჩენილ პერიოდში ინფლაციას შემცირების ტენდენცია ექნება და 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონემდე – 3%-მდე დავა

წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური აქტივობა აპრილში წლიურად  16.6%-ით შემცირდა. ამავე დროს, საგადახდო ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა მაისში, წინა თვესთან შედარებით, 21 პროცენტით გაიზარდა, თუმცა წლიური ზრდის მაჩვენებელი კვლავ უარყოფითია. მეორე მხრივ, აღსანიშნავია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მაღალი წლიური ზრდა, რაც ეროვნული ბანკის შეფასებით ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებაზე მიუთითებს. ამავე დროს, შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის კვალდაკვალ, საკრედიტო აქტივობის გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 5 აგვისტოს ჩატარდება.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული