Advertisements

ადა მარშანია სალომე სამადაშვილს: ვარცხნილობა გაქვთ მაღალი სტანდარტის, მაგრამ მორალური და ზნეობრივი უფლება – არა

„მორალური უფლება არ გაქვთ, ადამიანის უფლებებზე ილაპარაკოთ“, – ამ სიტყვებით მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, სალომე სამადაშვილს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე.

Nusagi

„დიდი ხანია, პოლიტიკური ხარაკირი უნდა გაიკეთოთ, მაგრამ აქ მოდიხართ და ენას ატლიკინებთ, ქალბატონო, ვითომ ვაი და ვუი დეპუტატო. განსაკუთრებულ მონა-მორჩილებაში მყოფი სადისტი და კრიმინალი სააკაშვილის სახით. დღეს ძალიან ლამაზი ვარცხნილობა გაქვთ – ალბათ, ამ მგზნებარე სიტყვის სათქმელად ემზადებოდით, ტელევიზიები დაგესეოდნენ და ალბათ განსაკუთრებულად მოემზადეთ ხომ?! მართლა კომპლიმენტს გეუბნებით – მაღალი სტანდარტის ვარცხნილობა გაქვთ, მაგრამ მორალური და ზნეობრივი უფლება – არა.

მორალური უფლება არ გაქვთ, ადამიანის უფლებებზე ილაპარაკოთ. პოლიტპატიმრებზე საერთოდ ხმა რომ გაქვთ ამოსაღები, მართლა სირცხვილი „ქართულ ოცნებას“, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობა“, ანასხლეტი კრიმინალური რეჟიმისა, თავისი საკვანძო პირებით, ლიდერებით გამოფენილები არიან პარლამენტში და როგორც მისწორებს ბატონი ბოკერია – კი არ ვზივართ, ვსხედვართო, მე თუ მკითხავთ, თქვენ ციხეში უნდა ისხდეთ. ძალიან გთხოვთ, ხმა საერთოდ არ ამოიღოთ და ბოდიში მოუხადეთ საზოგადოებას“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

მის ამ განცხადებას სალომე სამადაშვილთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ამას კი ერთმანეთს სოფო კილაძესა და სალომე სამადაშვილს შორის კამათი უძღოდა წინ 

„ადამიანის უფლებათა კომიტეტზე შემოსვლის თქვენს ადგილზე ძალიან შემრცხვებოდა“, – ასე მიმართა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ „ნაციონალური მოძრაობის წევრს, სალომე სამადაშვილს, როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სახალდო დამცველისგან დაინტერესდა, არის თუ არა სახელმწიფოს მიტაცება, როდესაც პრემიერი ამბობს, რომ არ იცის ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისის ღამეს.

სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა შესახებ ანგარიშს წარადგენს. საკომიტეტო მოსმენის შემდეგ კი წლიურ ანგარიშს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული