ანა ფოტიგა – 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელება, პოლიტიკური პატიმრის გიორგი რურუას გათავისუფლების ჩათვლით, აუცილებელი ნაბიჯია დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად

8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელება, პოლიტიკური პატიმრის გიორგი რურუას გათავისუფლების ჩათვლით, აუცილებელი ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი მხარდაჭერა სჭირდება.

„საკონსტიტუციო ცვლილებები საჭიროებენ ფართო მხარდაჭერას როგორც პოლიტიკურ არენაზე, ასევე საზოგადოებაში. 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელება, პოლიტიკური პატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლების ჩათვლით, აუცილებელი ნაბიჯია საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მიღებისა და საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის”,- წერს ფოტიგა.

Facebook Comments

ახალი დადებული