აშშ-ში, არშემდგარი აბორტის მსხვერპლმა დედა იპოვა

Nusagi

აშშ-ში, ქალაქ კანზას-სიტის მცხოვრებმა ქალმა შეიტყო, რომ წარუმატებელი აბორტის შედეგად დაიბადა და თავისი ბიოლოგიური დედა იპოვა. ამის შესახებ The Sun იუწყება.

1970-იან წელბში 19 წლის რუტი ფეხმძიმობის მე-7 თვეზე იმყოფებოდა, დედამ კი, მარილიანი ხსნარით აბორტის გაკეთება აიძულა. ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა და ნაყოფი გადარჩა. რუტის დედამ ექიმებს კატეგორიულად მოთხოვა, რომ მისი ქალიშვილისთვის ეს ამბავი არ გაემხილათ და ბავშვი სამედიცინო ნარჩენებთან ერთად გადაეგდოთ.

ექიმებს ახალშობილი შეებრალათ და ბავშვი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. გოგონა გადარჩა და 2 თვეში ერთ-ერთმა ოჯახმა იშვილა. მას მელისა დაარქვეს.

ოჯახში მელისამ ბედნიერი ბავშვობის წლები გაატარა, მას არასდროს უმალავდნენ, რომ ნაშვილები იყო. გოგონა ამას არც განიცდიდა, ის ფიქრობდა, რომ ბიოლოგიური დედა ძალიან ახალგაზრდა იყო და ვერ ახერხებდა მის შენახვას. თუმცა, 14 წლის ასაკში, დასთან კონფლიქტისას შეიტყო, რომ ის არშემდგარი აბორტის მსხვერპლი იყო.

მელისასთვის ეს ამბავი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, მას უჭირდა ემოციების კონტროლი და სმა დაიწყო. 19 წლის ასაკში გადაწყვიტა, თავისი ბიოლოგიური მშობლები მოეძებნა. 2007 წელს შეიტყო, რომ მამა გარდაცვლილია, თუმცა დაუახლოვდა მამის მხრიდან თავის ბაბუას.

მოგვიანებით, ქალმა ბიოლოგიური დედის ვინაობაც შეიტყო. 2013 წელს მას დეიდაშვილი დაუკავშირდა და დედასთან შეხვედრა შესთავაზა. ბიოლოგიური დედა-შვილი 3 წლის განმავლობაში ერთმანეთთან წერილებით და მისალოცი ბარათებით ურთიერთობდა, შემდეგ კი, შეხვედრაც შედგა.

„ბოლო წლებია, ჩვენ ვხვდებით, რომ გაცილებით მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე ფიზიკური მსგავსება, ჩვენ ერთნაირი ხასიათები გვაქვს, ემპათიურები ვართ და დიდ დროს ვუთმობთ სხვებზე ზრუნვას“,-ამბობს მელისა ჟურნალისტთან საუბრისას.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: