კიზინგერის პასუხი alt-info-ს კითხვაზე: რამდენად სანდოა საქართველოსთვის ამერიკული რჩევები იმ ფონზე, რაც დღეს აშშ-ში ხდება?

​ჩვენ შეშფოთებული ვართ იმ ტრაგიკული მოვლენებით, რაც შეერთებულ შტატებში ვითარდება. აქედან გამომდინარე, ჩემი კითხვაა: რამდენად ავტორიტეტულია ამერიკული პოლიტიკური რეცეპტები მშვიდობიან პოლიტიკურ პროცესებსა და კოჰაბიტაციაზე, თუკი თავად ამერიკის შიგნით არის მოცემულობა, როდესაც ქუჩები იწვის, პროტესტს გააჩნია პოლიტიკური დატვირთვა, პოლიტიკის დამაარსებელთა მონუმენტები კი შეურაცხყოფილია. რამდენად სანდოა ამერიკული რჩევები?,-ამ კითხვით მიმართა ალტ-ინფოს ჟურნალისტმა კონგრესმენ ადამ კინზინგერს ქართველ ჟურნალისტებთან ვიდეოკონფერენციის დროს. 

კონგრესმენი, რომელიც 20 ივნისს, თბილისში, პარლამენტზე განხორციელებული შტურმის მონაწილეებისა და ხელმძღვანელების გათავისუფლებას დაჟინებით ითხოვდა, კითხვაზე პასუხად აცხადებს, რომ ხალხს აქვს უფლება მშვიდობიანი აქციის და არა ძალადობის.

„გასაგებია, რასაც კითხულობთ, ვფიქრობ, კითხვა ასე ჟღერს: თუ აშშ-ს აქვს პრობლემები, ჩვენ როგორ უნდა გვასწავლოს ჭკუა. სწორი შენიშვნაა არა? დემოკრატია სრულყოფილი არ არის. აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორება იცავს თქვენს უფლებას, გამოთქვათ საკუთარი აზრი, მაგრამ იქ ნათქვამია, რომ ეს მშვიდობიანად უნდა გაკეთდეს, და ესაა მთავარი. მშვიდობიანი პროტესტი, მშვიდობიანი ორგანიზებით. როდესაც ეს ყველაფერი ვანდალიზმში გადადის, ანგრევ მონუმენტებს, წვავ შენობებს, შენ არღვევ პირველ შესწორებას და ამ შემთხვევაში, ადგილობრივი პოლიციის, ან შტატის პოლიციის, ზოგ შემთხვევაში კი, ეროვნული გვარდიის მოვალეობაა კანონისა და საკუთრების დაცვა. ჩვენ ამის გვჯერა. როდესაც თბილისში ტარდება აქციები, მეც ამას ვამბობ, ხალხს აქვს უფლება მშვიდობიანი აქციის და არა ძალადობის. ესაა პრინციპი“,-განაცხადა კიზინგერმა. 

Facebook Comments

ახალი დადებული