სუს-ში „მთავარ არხზე“ გასული სიუჟეტის მოქმედი გმირები დაიბარეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „მთავარ არხზე“ გასული სიუჟეტის მოქმედი გმირები დაიბარეს.

არკინაზ გულიევა და ზანურა ტალიბოვა ​ამტკიცებდნენ, რომ მათ ოჯახს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 10 ათასი ლარი შესთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი ჩაეწერათ.

„მთავარი არხის“ სიუჟეტს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე გამოეხმაურა. მან გაჟღერებულ ვერსიას სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ „მთავარი არხის“ ტარიფით, საქართველოს გარდაცვალების საშუალო ევროპული დონის მისაღწევად 30-40 მილიონი ლარია საჭირო.

Facebook Comments

ახალი დადებული