,,ადამიანობაც სოფელში ვისწავლე, ჭირის და ლუკმის გაყოფაც, სევდაც და ლხინიც..”

Nusagi

,,მე ერთი სოფლელი გოგო ვარ და ქალაქელი ნათესავის გამოცვლილ ტანსაცმელში გავიზარდე.. მოუწყობელი სახლის გამო ათ წლამდე ბებიასთან ერთად მეძინა…
თონის პურში ჩასრესილი ყველით “ხაჭაპური-“ც გამიკეთებია და დაჭყლეტილი თუთის “ლიმონათი”-ც…
ძროხებსაც ვმწყემსავდი და ქათმებსაც ვაპურებდი…
თამაშსაც გადავყოლილვარ და სახლში გვიან დაბრუნებულს შეშინებული დედისთვის ბოდიშიც მომიხდია..
სამეცადინო მიმიტოვებია და მეზობელს დავხმარებივარ შეშის შენახვაში,ბარვაში,თივის გროვებაში…
მე ერთი სოფლელი გოგო ვარ და ბევრჯერ დავღლილვარ დედის მოლოდინში;ბაზარში წაღებული ყველის ფულით ნაყიდი წიგნი რომ მოეტანა და წამეკითხა…
თაკარა მზეში ფეხბურთი მითამაშია და ცხვირიდან წამსკდარი სისხლით დასვრილი სამოსი მეზობლის ონკანზე გამირეცხავს,ისე რომ შინ არავის გაეგო…

წვიმაში,მუსიკიდან მომავალმა,ჩემზე უფროსი ველოსიპედიანი ბიჭიც ვცემე,წვეთებისგან შეწუხებულ სახეზე რომ შემომხედა და “ყველის ვაჭარივით იკრიჭებიო”- მითხრა,მაგის საფასურად…დიდი ხნის მერე ის ბიჭი რომ მოკლეს,მეც მოვკვდი…😞
არც ანდროს ყურძენი მომიპარავს და არც მარუსა ჩაფრის ჭყინტი ტარო,მაგრამ სხვებზე მეტად დავისაჯე,რადგან,ის “სხვები” ჩემი მეგობრები იყვნენ…
მე ერთი სოფლელი გოგო ვარ,დიდი ქართველი მოქანდაკის,გიორგი ნოზაძის სახელოსნოში,მისი და გალაკტიონის გამოუქვეყნებელი ლექსების მუსიკაზე გაზრდილი..

ადამიანობაც იქ ვისწავლე, ჭირის და ლუკმის გაყოფაც,სევდაც და ლხინიც..
ჩემგანაც დაცლილა აღდგომას დედაქალაქი..მეც დედის საფლავთან ყოფნა მირჩევნია მაგ დროს..ჩემი კლუბიც ისაა და წითელი ხალიჩაც.
არასოდეს მომწონებია ჩემი ნამღერი,ნაწერი,ნაფიქრი თუ ნათქვამი…
ვერც ერთმა დიდმა ქალაქმა ჩამაგდო ხიბლში და ვერც მეორე-უფრო დიდმა…
ჩემს მიწას უფრო ვენდობი,მეტი სიმყარე და ერთგულება სჭირს,მეტი სიმშვიდე…
საცაა გაილევა წუთისოფელი…
უჰ,რა არხეინად გაუყვება ეს გოგო ერთი სოფლიდან მეორე სოფლად მიმავალ ბილიკს,აქ დასარჩენი და იქ წასაღები ადამიანობით სავსე ხურჯინით…”-წერს ფეისბუქ-მომხმარებელი შორენა პაპიძე

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: