ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი 19 წლის ფეხბუერთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 პირს შორის არის. ინფორმაციას ტატიაშვილის მამა ადასტურებს.
„დაფიქსირებულია კამერების ჩანაწერები, სადაც გიგა არც აგარაკზე არ ჩხუბობს, არც მაგისტრალზე, გიგამ დაუძახა ყველას გაჩერდით, პატრული მოდისო, ამის შემდეგ თავი დაანებეს და წამოვიდნენ, ყველაფერი დაფიქსირებულია, როგორი სუფთაც გიგა არის, ასეთი სუფთა არავინ არ არის, დიახ იმ 17 პირთან ერთად გიგაც დააკავეს. რას ედავებიან არ ვიცი“ – აღნიშნა რამაზ ტატიაშვილმა.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს.
Facebook Comments