Advertisements

გიორგი გახარია ოპოზიციას: კურდღლები ხართ

სამადაშვილი შემხვდა, მემუქრებოდა, ხალხი შემოვარდება ეხლა და გაგაგდებენ აქედანო. რატომ მემუქრებოდა, რას მერჩოდა? მე ხომ იმისთვის მოვედი, რომ დეპუტატები დამეცვა გარედან ხალხი რომ არ შემოვარდნილიყო, რომლებიც უკვე თავს ესხმოდნენ პოლიციელებს,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატების წინაშე გამოსვლისას განაცხადა.

Nusagi

გახარიამ ოპოზიციის მიერ 20 ივნისის აქციის შესახებ დასმულ კითხვას ასე უპასუხა:

„თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რომ აქცია, რომელიც მოქალაქეებმა დაიწყეს გავრილოვის გამო, სადღაც 9 საათზე თქვნი ფრთა, პარლამენტში უცხო ადამიანებით იყო სავსე. კითხვას რატომ არ სვამთ, ვინ იყო ეს ხალხი და რა უნდოდა. 

სამადაშვილი შემხვდა, მემუქრებოდა, ხალხი შემოვარდება ეხლა და გაგაგდებენ აქედანო. რატომ მემუქრებოდა, რას მერჩოდა? მე ხომ იმისთვის მოვედი, რომ დეპუტატები დამეცვა ხალხისგან, რომლებიც უკვე თავს ესხმოდნენ პოლიციას.

პოლიციელებს ბრბოში იტაცებდნენ და ურტყამდნენ. ბატონმა თქვენმა თავმჯდომარემ, ბაქრაძემ სურათი რომ გადაიღო, როგორ გამოყავს დიდი ზრუნვით გდდ-ს ერთ-ერთი მებრძოლი, ის სურათი რატომ არ დადო თავის გვერდზე, თავში რომ ურტყამენ, ჩაფხუტებს ართმევენ და წიხლებით არიან შემდგარი, ეგ სურათი რატომ არ დადო? რა მაგრები ხართ.. მაგრები კი არა, კურდღელები ხართ, ამისთვის რომ ემზადებოდით , ჯგუფურ ბრეინსთორმს აწყობდით და იმუქრებოდით“,-განაცხადა გახარიამ.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული