Advertisements

ვლადიმერ ბორცვაძე: თუ ზეწოლის ფაქტი არ დადასტურდება, ამ განცხადების ავტორს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა

იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ფაქტი არ დადასტურდება, ამ განცხადების ავტორს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რა გახდა აღნიშნული განცხადების მიზეზი და არის თუ არა ეს ცრუ დასმენა,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ბორცვაძემ 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

Nusagi

ბორცვაძის თქმით, აღნიშნული განცხადება ეჭვს აჩენს იმ კუთხით, რომ თუ საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის დროს ადგილი ჰქონდა რაიმე სახის ზეწოლა, რატომ არ გაკეთდა ეს განცხადება საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ და გაკეთდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ის დააკავეს. 

ბორცვაძის თქმით, თუ დადასტურდა სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის ფაქტი, ცალსახად, ამ ქმედებას მიეცემა შესაბამისი შეფასება.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მცხეთის რაიონულ განყოფილებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამოკითხვისას, მასზე განხორციელდა პოლიციელების მხრიდან როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ზეწოლა.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული