იქნებ გაანებოს ყველამ თავი ამ ახალგაზრდების მოხსენიებას ფეხბურთელებად, რაგბისტებად, მოჭიდავეებად, ძიუ-დოისტებად…

იქნებ გაანებოს ყველამ თავი ამ ახალგაზრდების( რეალურად, ბავშვების) მოხსენიებას ფეხბურთელებად, რაგბისტებად, მოჭიდავეებად, ძიუ-დოისტებად,- წერს მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ამ იარლიყებით ხელს ვუწყობთ სპორტის სხვადასხვა სახეობათა ახალგაზრდა და უმცროსი თაობის წარმომადგენელთა შორის ანტაგონიზმის დათესვას.

„-ერთხელ დავწერე- არაფერს აღარ ვიტყვი ამ საკითხზე მეთქი, მაგრამ…

იქნებ გაანებოს ყველამ თავი ამ ახალგაზრდების( რეალურად, ბავშვების) მოხსენიებას ფეხბურთელებად, რაგბისტებად, მოჭიდავეებად, ძიუ-დოისტებად…

ჯერ ერთი, რომ ვიდრე ისინი სრულწლოვანნი გახდებიან, ბევრჯერ მოუწევთ პროფესიისა თუ ჰობის სახეობის შეცვლა ცხოვრების გზაზე და შეიძლება ბევრმა მათგანმა აღარც გაიხსენოს დღევანდელი ჰობი…

და ყველაზე მთავარი:

– ნებით თუ უნებლიედ, ამ იარლიყებით ხელს ვუწყობთ სპორტის სხვადასხვა სახეობათა ახალგაზრდა და უმცროსი თაობის წარმომადგენელთა შორის ანტაგონიზმის დათესვასა და გაძლიერებას, რაც მომავალში შესაძლოა კიდევ არაერთ სიტყვიერ თუ ფიზიკურ დაპირისპირებასა და ძალადობაში გადაიზარდოს …

… მე ასე მგონია.
შეიძლება ვცდები კიდევაც…“,-წერს მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ახალი დადებული