Advertisements

რასიზმში დადანაშაულებული Disney ატრაქციონის თემატიკას ცვლის

რასიმზში დადანაშაულების გამო, კომპანია Walt Disney Company 2 გასართობ პარკში ატრაქციონის თემატიკას შეცვლის. ამის შესახებ CBS News იუწყება.

Nusagi

საუბარია წყლის ატრაქციონ Splash Mountain-ზე კალიფორნიასა და ფლორიდაში. აღნიშნული ატრაქციონის თემატიკა ეფუძნება 1946 წლის ფილმს „სამხრეთის სიმღერა“. 

ფილმში ძირითადი სცენები აშშ-ს სამხრეთით, პლანტაციებში ვითარდება სამოქალაქო ომისა და მონობის გაუქმების შემდგომ პერიოდში. ფილმს ხშირად აკრიტიკებდნენ რასიზმისა და აფროამერიკელების არაკორექტული წარმოჩენისთვის. 

ახლა ატრაქციონები მიეძღვნება შავკანიან პრონცესას, ტიანას- მულტფილმ „პრინცესა და ბაყაყის“ პერსონაჟს. 

„ტიანა- თანამედროვე, გაბედული, ძლიერი ქალია, რომელიც თავის ოცნებებს მიყვება და თვალთახედვის არედან არასდროს უშვებს იმას, რაც მართლაც მნიშვნელოვანია“,-განაცხადა მაიკლ რამირესმა, Disneyland Resort-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული