ქ-ნო ირმა, სადაც ბრძანდებით, ალბათ ჩართული გაქვთ ტელევიზორი

Nusagi

“ჩემი სახე ახსენეს და პირბადე მოვიხსენი, რომ ჩემი მწყაზარი სახე გაყურებინოთ. ვიცი, რომ ძველქართული სიტყვები თქვენზე კარგად მოქმედებს ბატონო გიგა. სად არის თქვენს გვერდით კოლეგა რომ იჯდა, ქ-ნი ირმა თუ ინგა, სად არის? ქალბატონი თინაც არ არის, ვინც ნოტარიუსი ახსენა.. ”,- ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოპოზიციის წარმომადგენლების კრიტიკას.

“ქ-ნო ირმა, სადაც ბრძანდებით, ალბათ ჩართული გაქვთ ტელევიზორი. მე ძალიან მიყვარს ადამიანები. უფრო მეტიც, არა თუ ადამიანები მიყვარს, თქვენც კი მიყვარხართ და აქედან გამომდინარე, მინდა შეგახსენოთ რამდენიმე ფუძემდებლური პრინციპი, რომელიც ქართულ კანონმდებლობაში არის გაწერილი, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან დაკავშირებით. არც ვიცი, რამდენად აქვს აზრი თქვენთან კანონებზე საუბარს, რომლის პოლიტიკურ ლიდერად უკვე ცნობილია რურუა, რომელსაც დღეს რაღაც მორიდებით ახსენებთ. აღარ არის ეს ადამიანი ციხეში თუ რატომ ახსენებთ? ეს ხართ თქვენ, თქვენი ლიდერი არის რურუა და საუბრობთ რაღაც გაუგებარ თემებზე. წადით ბატონო გიგა, წადით! თქვენ ვერ აიტანთ ჩემს მონოლოგს, მიბრძანდით, ტელევიზორი ჩართეთ და იქიდან უფრო ადვილად მომისმენთ”.

Facebook Comments
%d bloggers like this: