Advertisements

შევქმენით მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პენსიონერებისთვის ყოველწლიურად პენსიის ზრდას

2020 წლის 1 ივლისიდან, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებს ექნებათ 30 ლარის ნამატი და მათი პენსია იქნება დაახლოებით 250 ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

Nusagi

მისივე თქმით, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის, პენსია იქნება 300 ლარი

„რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად ცოტა და გვესმის, რომ  ეს არ არის საკმარისი. გვესმის, რომ ეს არის ის მინიმუმი, რომელიც დღეს ჩვენ შეგვიძლია ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზოთ. გარდა ამისა, 2020 წლის 1 ივლისიდან, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებს ექნებათ 30 ლარის ნამატი და მათი პენსია იქნება დაახლოებით 250 ლარი. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის, პენსია იქნება 300 ლარი, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი. მთავარია, რომ ჩვენ შეგვექმნა მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი პენსიონერებისთვის ყოველწლიურად პენსიის ზრდას, თუნდაც მინიმალურ, მაგრამ პენსიის ზრდას და ეს პენსიის ზრდა არ იქნება დამოკიდებული არანაირ პოლიტიკურ სპეკულირებებზე. ინდექსაციის ეს მექანიზმი, მთავრობამ მიიღო ეს გადაწყევტილება და ჩართულია. ეს არის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე მიბმული და შესაბამისად, შემდგომში გამორიცხულია პენსიის ზრდით, ან არ ზრდით პოლიტიკური სპეკულირება“, –  აღნიშნა გიორგი გახარიამ.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული