შეიძლება ყაყანი ატყდეს და ვიცი, დიდი ყაყანი ატყდება ახლა ოპოზიციაში, მაგრამ ღიად მინდა ვთქვა..

Nusagi

ვინმეს აქვს უფლება, აუკრძალოს ქართველ კაცს, სამშობლოში დაბრუნება?- ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში სააკაშვილთან მიმართებაში რაღაც კომპლექსი ჩამოყალიბდა.

„მე ვერაფრით ამოვხსენი, როცა ადამიანები ლაპარაკობენ, რომ სააკაშვილს არ აქვს უფლება…და აბა ვის აქვს უფლება?!..
ვინმეს აქვს უფლება, აუკრძალოს ქართველ კაცს, გადავდოთ გვერდზე ვინმეს სახელი და გვარი, სამშობლოში დაბრუნება?..
დიახ, კანონებით მოხდება ეს.. აბა უკანონოდ?..
და სააკაშვილი რომ საჭესთან ზის, და ახლაც საჭესთან ზის, რა არის ამაში გასაკვირი?..

რაღაც კომპლექსია ჩამოყალიბებული ქვეყანაში სააკაშვილის მიმართ და სხვათაშორის, ოპოზიციაშიც!

მე რაღაც უსამართლობის განცდა მრჩება მიშასთან დაკავშირებით, როგორც ექცევიან და გულწრფელად და პირდაპირ უნდა ვთქვა ახლა – ჩემთვის, მაგალითად, გაუგებარია, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი გამოდის და საუბრობს, სააკაშვილი არცერთ შემთვევაში არ უნდა ჩამოვიდეს საქართველოშიო და გვერდზე ბოკერია უზით.

მე საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს არც ბოკერიასთან, არც სხვასთან.. ყველას თავისი პოლიტიკური გზა აქვს და ყველას თავისი ჯვარი აქვს სათრევი.. მაგრამ, როცა სააკაშვილზე იძახი, რომ არ უნდა ჩამოვიდესო და ამ დროს, ძალიან ახლო ურთიერთობაში ხარ იმ გუნდთან, რომელიც სააკაშვილთან იყო აფილირებული, და მარტო აფილირებული კი არა, საერთოდ მისი გუნდი იყო, ეს რანაირი პრინციპულობაა, ვერ გავიგე..

სააკაშვილი რა, ვერ გავიგე, მსხვერპლად შესაწირია თუ როგორ არის?.. და ვის აქვს სააკაშვილზე მეტი უფლება, რომ ქართულ პოლიტიკაში იყოს?..

შეიძლება ყაყანი ატყდეს, და ვიცი, დიდი ყაყანი ატყდება ახლა ოპოზიციაში, მაგრამ ღიად მინდა ვთქვა.. რა ვქნა, დიდი ბოდიში ჩემო მეგობრებო, მაგრამ ეს უნდა ვთქვა:

სააკაშვილი არის ეპოქის გმირი, თავისი პლუსებით და მინუსებით.. თავისი შეცდომებითა და თავისი ფანტასტიური რეფორმებით…
მე მრჩება შთაბეჭდილება, და კი არ მრჩება, უკვე დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის უდიდეს ნაწილს, თითქმის სრული შემადგენლობით, აქვთ სააკაშვილის კომპლექსი!..
მორჩა და გათავდა!.. ახლოსაც ვერ მიდიან მასთან!…
ძველები, ახლები, ყოფილები, ჯერჯერობით მომავლებიც..
ასე ჩანს…

რატომ არის ამოჩემებული ასე მიხეილ სააკაშვილი?.. იმიტომ, რომ მისი კომპლექსი აქვთ. იმიტომ, რომ საქმის გამკეთებელი მარტო სააკაშვილია..

მე 30 წელია ამ საქმეში ვარ, განსხვავებით სხვებისგან..
30 წელია, რა უბედურებამაც ჩემმა ქვეყანამ გამოიარა, ჩემს თავზეც გადაიარა და ჩემს ზურგზეც გადაიარა.. მე 7 ნოემბერსაც მიტინგზე ვიყავი და 20 ივნისსაც მიტინგზე ვიყავი, განსხვავებით ბევრი პოლიტიკოსისგან, რომლებიც არც მაშინ იყვნენ და არც ახლა მიტინგებზე, მაგრამ ჭკუას მასწავლიან..
არც მაშინ მქონდა რაიმე პიროვნული მიშას წინააღმდეგ და არც ახლა მაქვს პიროვნული ბიძინასთან.. ჩემთვის მთავარი მოტივი არის ის, რომ ჩემს ქვეყანას უშავებს ბიძინა ივანიშვილი..

და მე ერთი ვიცი – მიხეილ სააკაშვილის პერსონის და პოლიტიკური წონის გარეშე, ბიძინა ივანიშვილს ძვრას ვერ უყოფს ვერავინ!
ბოდიში მომითხოვია და ნუ იბრიქება ნურავინ, რაა!..

მარტო აქ კი არა, მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ის არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავლენიანი ფიგურა. ეს არის ფაქტი, ეს არის მოცემულობა.
ის დიდი პოლიტიკური პროცესის ერთ-ერთი მთავარი სოლისტია.. მორჩა და გათავდა!.. და ვისაც ეს არ მოგწონთ, ცივი წყალი ბევრია საქართველოში”,-აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: